სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი - იტალიას სლოვაკეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქვს, რადგან მათ ეს სხვაგან სჭირდებათ
იტალიას სლოვაკეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქვს, რადგან მათ ეს სხვაგან სჭირდებათ, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დაცვის გარეშე დარჩება სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის ატომური ელექტროსადგური.
„პირველ რიგში, წინა ხელისუფლებამ უკრაინას გადასცა ფუნქციონალური მასიური რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-300“. შემდეგ ცოტა ხანი აქ ამერიკული „პატრიოტები“ გვქონდა, ისინიც წავიდნენ და ახლა იტალიელებიც წავლენ“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
სლოვაკეთში, მალაკი-კუჩინას სამხედრო ბაზაზე 145 იტალიელი ჯარისკაცი იმყოფება SAMP/T Mamba საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშობისთვის.