სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრად სოციალ-დემოკრატი პეტერ პალერგინი დაინიშნა
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ სოციალ-დემოკრატი პეტერ პალერგინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. პალერგინმა ფიცი უკვე დადო და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობაც დაასახელა.
ცვლილებების მიხედვით, ქვეყანას კულტურის, იუსტიციისა და ჯანდაცვის ახალი მინისტრები ჰყავს. ახალმა მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო. ნდობის ვოტუმი კი, მთავრობამ პარლამენტში თვის ბოლომდე უნდა მოიპოვოს.
26 თებერვალს სლოვაკეთში, გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი მეგობარი ქალი მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით, ჟურნალისტის მკვლელობის მიზეზი მისი პროფესიული საქმიანობა გახდა. მკვლელობის ფაქტს ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის შემდეგაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ თანამდებობა დატოვა.