სლოვაკეთის მოქმედი პრეზიდენტი და ახალარჩეული პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ ძალადობის ერთობლივად დასაგმობად ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი მიიწვიონ
სლოვაკეთის მოქმედი პრეზიდენტი და ახალარჩეული პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ ძალადობის ერთობლივად დასაგმობად ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი მიიწვიონ

სლოვაკეთის მოქმედი პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა და ახალარჩეული პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტის სასახლეში მიიწვიონ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რათა ერთობლივად დაგმონ ძალადობა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„რაც მოხდა, იყო ცალკეული აქტი, თუმცა დაძაბული სიტუაცია იყო ჩვენი ერთობლივი მუშაობა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი ემოციების მოთოკვა, როდესაც გვსურს სახელმწიფოში ძალაუფლების განხორციელება. ახლა მთავარია, გავხდეთ უკეთესი ადამიანები“, – განაცხადა ზუზანა ჩაპუტოვამ.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავადან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.