სკვერებსა და პარკებში შესაძლოა, ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობა აიკრძალოს
საქართველოს მასშტაბით, სკვერებსა და პარკებში შესაძლოა, ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობა აიკრძალოს.
პირველი არხის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები უკვე მზადდება, რომლის ავტორები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა არიან.
დეპუტატები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ხვალ, 11:00 საათზე გამართავენ.