კორონავირუსის გამო პარიზში პარკები და სკვერები დაკეტეს
კორონავირუსის გამო პარიზში პარკები და სკვერები დაკეტეს

კორონავირუსის გავრცელების გამო პარიზში პარკები და სკვერები დაკეტეს.

გადაწყვეტილება საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ანა იდალგომ მიიღო.

მისი თქმით, მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად, ბევრი მოქალაქე ქალაქის ბაღებში, პაკრებში და სკვერებში სეირნობას აგრძელებდა, რის გამოც მერია იძულებული გახდა, ეს ზომები მიეღო.

საფრანგეთის მთავრობამ 14 მარტს კაფეების, ბარებისა და რესტორენების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და მოქალაქეებს მოუწოდა, საჯარო სივრცეებში შეკრებისგან თავი შეიკავონ.

დღეს საღამოს საფრანგეთის მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიმართავს.