სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს მასშტაბით, პირველ კლასში 56 518 მოსწავლეა დარეგისტრირებული. მათგან საჯარო სექტორში 50 269, კერძოში კი 6 249.
სკოლები ახალ სეზონს რამდენიმე სიახლით ხვდებიან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეები ისწავლიან ახალი სახელმძღვანელოებით, ამასთან, ცვლილება შევიდა შეფასების სისტემაში, უცხო ენის სწავლებაში, გაკვეთილების ხანგრძლივობასა და სპორტის გაკვეთილებში.