სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ლიბანში, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა
ცოტა ხნის წინ ლიბანში, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიებით, ამჯერად რამდენიმე რეგიონში ერთდროულად რაციები აფეთქდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბეირუთის სამხრეთით, დაჰიეში სასწრაფო დახმარების ავტომობილებს ხედავენ. ამ რეგიონში გუშინ აფეთქების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა მიმდინარეობდა, რა დროსაც ახალი აფეთქება მოხდა.
ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას“ რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ პეიჯერებში ასაფეთქებელი მოწყობილობა ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ, „მოსადმა“ ჩადო.