სკანდინავიის ქვეყნები ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში შესვლამდე უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდნენ
სკანდინავიის ქვეყნები ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში შესვლამდე უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდნენ, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ სტორეს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია.
ნორვეგია, დანია და ისლანდია პირობას დებენ, რომ ყველა საშუალებით დაუდგებიან გვერდით ფინეთსა და შვედეთს, თუ ამ ქვეყნებს ნატო-ში შესვლამდე დაესხმებიან თავს.
„ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, დანიის, ისლანდიისა და ნორვეგიის მთავრობების მეთაურები მიესალმნენ შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილებას გააკეთონ ნატო-ში გაწევრების განაცხადი.