სკანდალი არგენტინის ნაკრებში - მთავარ მწვრთნელს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებენ
სკანდალი არგენტინის ნაკრებში - მთავარ მწვრთნელს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებენ

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის, არგენტინის ნაკრების რიგებში სკანდალია.

როგორც Radio Mitre-ს ჟურნალისტი გაბრიელ ანიელო ირწმუნება, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ხორხე სამპაოლის ეროვნული გუნდის მზარეულის მიმართ სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებენ.

როგორც იტყობინებიან, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ იცის შექმნილი სიტუაციის შესახებ და ქალს ქრთამის სანაცვლოდ სკანდალურ ინციდენტზე დუმილის შენარჩუნება შესთავაზა.

ჟურნალისტის ცნობით, სამპაოლის მისცემენ შესაძლებლობას, მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინას უხელმძღვანელოს. ტურნირის დასრულების შემდეგ, 58 წლის სპეციალისტს თანამდებობიდან გადააყენებენ.