ალეხანდრო გარნაჩო არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარება #1TVSPORT

23:11, 07.10.2024

ოქტომბერში ჩასატარებელი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში არგენტინის ეროვნულ ნაკრებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ალეხანდრო გარნაჩო ვერ დაეხმარება.

გარნაჩოს განცხადებით, მუხლზე ტრავმა აქვს, რის გამოც ვენესუელასთან და ბოლოვიასთან მატჩებში გუნდთან ერთად ვერ იქნება.

არგენტინა ამ მომენტისთვის სამხრეთ ამერიკის ზონაში მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველ ადგილზეა. ლიონელ სკალონის ფეხბურთელებმა 8 მატჩის შემდეგ 18 ქულა დააგროვეს.

არგენტინელები 11 ოქტომბერს სტუმრად ვენესუელას შეხვდებიან, ხოლო ბოლივიას 16 ოქტომბერს უმასპინძლებენ.

მსგავსი