კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი გიორგი შარაშიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ხვალ გამოკითხვაზეა დაბარებული.
როგორც პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, შარაშიძის გამოკითხვის ზუსტი დრო ჯერ უცნობია.
საქმე ეხება მთავრობის განკარგულების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემულ ქონებას.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიორგი შარაშიძე აღნიშნულ საკითხზე 2017 წლის დეკემბერშიც გამოკითხა.
შეგახსენებთ, „კონსტრაქტ ვიჟენმა“ ლილოს ტერიტორია სახელმწიფოსგან 2016 წელს გარკვეული სახის ინვესტიციების განხორციელების პირობით შეისყიდა, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნა. ვალდებულების შეუსრულებლობას შარაშიძე მისი კომპანიის გაკოტრებით ხსნის.