სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს წინააღმდეგ ოფიციალურ გამოძიებას დაიწყებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს წინააღმდეგ ოფიციალურ გამოძიებას დაიწყებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს წინააღმდეგ ოფიციალურ გამოძიებას დაიწყებს. საქმე ეხება ფილიპინების პრეზიდენტის მიერ წარმოებულ ომს ნარკოტიკებთან, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო ეჭვობს, რომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

სასამართლოს განცხადების მიხედვით, გამოძიების საწარმოებლად „გონივრული საფუძველი“ არსებობს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კონკრეტული სამართლებრივი ელემენტი შეესაბამება მასობრივ რეპრესიებს, რომელსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

წინასასამართლო პალატამ ასევე თქვა, რომ აღიარებს ფილიპინების მოვალეობას ნარკოტიკების კონტრაბანდისა და დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ „ეგრეთ წოდებული ნარკოტიკებთან ომის კამპანია არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც კანონიერი ოპერაცია“.

როდრიგო დუტერტეს იურიდიულმა მრჩეველმა, სალვადორ პანელომ თქვა, რომ ხელისუფლება გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გამომძიებლებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე პოლიციას მოუწოდებდა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული ადამიანები დაეხოცათ. დღემდე ფილიპინებში 6 117 სავარაუდო ნარკორეალიზატორი მოკლეს.