სირიისკენ მცურავ რუსულ გემს ძრავი გაუფუჭდა
სირიისკენ მცურავ რუსულ გემს ძრავი გაუფუჭდა

რუსული დიდი სადესანტო ხომალდი „ორსკი“, რომელსაც სირიაში სამხედრო დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდა, შავ ზღვაში ბუქსირით დააბრუნეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, გემს ერთ-ერთი ძრავი გაუფუჭდა, რის გამოც ის რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლის პორტში გადაიყვანეს.

რამდენი ხანი დასჭირდება გემის სარემონტო სამუშაოებს უცნობია.

რუსული სადესანტო ხომალდისა და ბუქსირის სურათები „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა თურქმა ბლოგერმა იურიუ იშიკმა, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებას აკვირდება.

როგორც რუსული მედია წერს, „ორსკი“ ერთ-ერთი იყო იმ რუსულ გემებს შორის, რომლებითაც სირიაში მდებარე რუსულ ბაზაზე ტვირთი გადაჰქონდათ.