ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგასთან შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგასთან შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ადრიან ფოგის შეხვდა და მასთან შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა.

შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებაზე ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების ფარგლებში. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუმინეთის მნიშვნელობას რეგიონულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პროცესებში. მისი თქმით, რუმინეთს, როგორც საზღვაო მიმართულებით ევროკავშირის მომიჯნავე ქვეყანას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის კუთხით.

საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის შავ ზღვაზე საზღვაო-საბორნე მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე შავი ზღვის ბოჭკოვანი კაბელის პროექტს და სხვა.

დასასრულ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავების მიზნით.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.