სირიის საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის ეპიდემიის გამო 19 ივლისამდე გადაიდო. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მოაწერა.
არჩევნების თავდაპირველ თარიღად 13 აპრილი იყო განსაზღვრული. თუმცა, ვირუსის გამო ის ჯერ 20 მაისისთვის გადაიდო, ახლა კი არჩევნების თარიღად 19 ივლისი დასახელდა.
სირიაში „კოვიდ-19“-ის 45 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან სამი გარდაიცვალა. ქვეყანაში მარტის შუა რიცხვებიდან საგანგებო ზომები მოქმედებს, რომლის შემსუბუქებაც ეტაპობრივად უკვე დაიწყო.