სირიის სამთავრობო ავიაცია დედაქალაქ დამასკოსთან, ღუტას ოლქში ავიაიერიშებს აგრძელებს. ამის შესახებ ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ცენტრის მოხსენებაშია ნათქვამი.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვოდეომასალაში ამბობენ, რომ ასადის არმიის სამხედრო თვითმფრინავებმა დამასკოს ჩრდილოეთით ამბოხებული ოპოზიციის კონტროლირებული ტერიტორია დაბომბეს.
ავიაიერიშის შედეგად დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაში მონაწილეობა სირიის სამოქალაქო თავდაცვის ძალებმა მიიღეს.
აღმოსავლეთ ღუტას ოლქში სამთავრობო ჯარები ამბოხებულების წინააღმდეგ ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ატარებენ.