სირიის სამთავრობო არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებული ბოლო ქალაქი გაათავისუფლა
სირიის სამთავრობო არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებული ბოლო ქალაქი გაათავისუფლა. სირიის მედიის ინფორმაციით, სამთავრობო კოალიციური ჯარები რამდენიმე კვირიანი ალყის შემდეგ ქალაქ აბუ კემალში შევიდნენ. აღნიშნული ქალაქი სირია-ერაყის საზღვართან მდებარეობს.
არსებული ინფორმაციით, სირიის ტერიტორიის 90%-ზე მეტი ტერორისტებისგან უკვე გათავისუფლებულია. აბუ კემალის გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯიჰადისტების სამეთაურო პუნქტებსა და იარაღის საწყობებზე საჰაერო იერიში რუსულმა სამხედრო ავიაციამ მიიტანა.
სირიის ტერიტორიაზე “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა სახალიფოს შექმნა 2014 წელს გამოაცხადეს.