სირიის სამთავრობო არმიამ იდლიბის პროვინციაში 40-ზე მეტ ქალაქსა და სოფელზე კონტროლი დაამყარა 
სირიის სამთავრობო არმიამ იდლიბის პროვინციაში 40-ზე მეტ ქალაქსა და სოფელზე კონტროლი დაამყარა 

სირიის სამთავრობო არმიამ იდლიბის პროვინციაში 320 კვადრატულ კილომეტრზე, 40-ზე მეტ ქალაქსა და სოფელზე დაამყარა კონტროლი.

სამხედრო ოპერაცია იდლიბის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში მიმდინარეობს. სირიის სამთავრობო ჯარები შევიდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ალ-ტაჰში, რომელზეც ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ნუსრას ფრონტის“ მებრძოლების პირველი თავდაცვითი ხაზი გადიოდა იდლიბის პროვინციაში.

იდლიბის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში სირიის სამთავრობო არმიამ სამხედრო ოპერაცია 19 დეკემბერს დაიწყო. იდლიბის პროვინცია ამბოხებული ოპოზიციური ძალების მიერ კონტროლირებული ბოლო რეგიონია სირიაში.