სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ. სირიის სახელმწიფო ტელეკომპანია „ალ-იხბარიას“ ინფორმაციით, თავდასხმა ნავთობსადენ „ომართან“, დეირ ელ-ზორის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოხდა.
ტელეკომპანიის ცნობით, თავდასხმა სამხედრო ბაზაზე სამხედრო ტექნიკით დატვირთული სატვირთო ავტომობილების შესვლას დაემთხვა. ამერიკელმა სამხედროებმა თავდასხმას საარტილერიო დაბომბვით უპასუხეს.
აშშ-ის სამხედრო კონტიგენტი სირიის აღმოსავლეთ რეგიონებში ნავთობის საბადოების დაცვის მიზნით დარჩა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მთავარი საფრთხე ისევ ე.წ. ისლამური სახელმწიფოა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ ნავთობის საბადოები ქურთების კონტროლის ქვეშ გადავიდეს.