სირიის საკითხზე თურქეთის, რუსეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში გაიმართება
სირიის საკითხზე თურქეთის, რუსეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში გაიმართება

ივლისში თურქეთში შესაძლოა, სირიის საკითხზე თურქეთის, რუსეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართოს. როგორც გამოცემა „ჰურიეტ დეილი ნიუსი“ წერს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის ლიდერის თქმით, სირიის კრიზისის დარეგულირებისამდი მიძღვნილი სამიტი სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში გაიმართება. ამას გარდა, მისი თქმით, სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართება რუსეთის, თურქეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრა, რა დროსაც ასევე განხილული იქნება სირიის საკითხი.

ამასთან, ერდოღანის განცხადებით, მან სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებთან განიხილა.

რუსეთი, თურქეთისა და ირანის სამიტისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც. სირიის საკითხისადმი მიძღვნილი პირველი ასეთი სამმხრივი შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში გაიმართა.