სირიის საკითხებზე თეირანში რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი იწყება
თეირანში სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი იწყება. ირანის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები.
სამიტის დაწყებამდე რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ჰასან როჰანი შეხვედრას მართავენ.
სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტი ცალკე შეხვედრას რუს კოლეგასთანაც გამართავს. ასევე, იგეგმება პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაც.
სამმხრივი სამიტის ფორმატში, ლიდერები ასტანის ფორმატის ფარგლებში სირიის კონფლიქტის დარეგულირებაზე იმსჯელებენ.
სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.