სირიის სახელისუფლებო არმიამ რუსეთის კოსმოსური ძალების დახმარებით იორდანიის საზღვარზე სრული კონტროლი დაამყარა
სირიის სახელისუფლებო არმიამ რუსეთის კოსმოსური ძალების დახმარებით იორდანიის საზღვარზე სრული კონტროლი დაამყარა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ალ-სუვაიდას, დარაასა და ქუნეიტრას პროვინციები დაიკავეს.
დამასკოში ამბობენ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ჯაბხათ ალ-ნუსრას წინააღმდეგ ბრძოლაში, სირიის ზომიერი ოპოზიციის ჯარები სამთავრობო არმიას შეუერთდნენ.
სირიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტების ნაწილი ჯერ კიდევ იმალება რუკბანის ლტოლვილთა ბანაკში. ბრძოლების შემდეგ სირიის მთავრობამ 146 დასახლებულ პუნქტზე დაამყარა კონტროლი.