სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა.

სირიის მთავრობა ორგანიზაციის წევრებს დამასკოში ეპატიჟება.

შეგახსნებთ, სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული იფნორმაციით, დაღუპულია ასამდე ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, მისი თქმით, თუ დადასტურდება, რომ სირიის ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის უკან სირიის მთავრობა დგას, ბაშარ ასადმა და მისმა მოკავშირეებმა პასუხი უნდა აგონ.