სირიის ოპოზიცია ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ბაშარ ალ-ასადის ჩამოშორებას ითხოვს
სირიის ოპოზიცია ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ბაშარ ალ-ასადის ჩამოშორებას ითხოვს და სერიოზულ განხილვებში საკუთარი წარმომადგენლების ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ ოპოზიციის დელეგაციის წარმომადგენელმა, ნასრ ჰარირიმ განაცხადა.
მან გავლენიან მხარეებს, განსაკუთრებით კი რუსეთს მოუწოდა, აიძულოს ასადი, ქვეყანაში რეალური პოლიტიკური ცვლილებების შესახებ მოლაპარაკებებზე წავიდეს. მათი თქმით, ეს ახალ კონსტიტუციასა და თავისუფალ არჩევნებს უნდა მოჰყვეს და ექვსწლიან სამოქალაქო ომს წერტილი უნდა დაესვას.
მნიშვნელოვანი ძვრა მოლაპარაკებებში, ისევე, როგორც წინამორბედ შვიდ რაუნდში, ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ასადი კვლავ სამხედრო გამარჯვებებზეა ორიენტირებული, ოპონენტები კი – ხელისუფლებიდან მის წასვლაზე. სწორედ ამ მიზეზით განიცადა კრახი ამ დრომდე სირიის კრიზისის მოგვარების ყველა დიპლომატიურმა ინიციატივამ.
სირიაში სამოქალაქო ომი მეშვიდე წელია მიმდინარეობს. სამხედრო მოქმედებებს ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 11 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა.