სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას საფრანგეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს
სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას საფრანგეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
“ცოტა ხნის წინ თბილისში ვიზიტისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა კვლავ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა. ნებისმიერი აღიარება პირების, რომლებიც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობაში იმყოფებიან, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.