სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას საფრანგეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს

21:05, 31.05.2018

სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას საფრანგეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. ამის შესახებ  საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

“ცოტა ხნის წინ თბილისში ვიზიტისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა კვლავ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა. ნებისმიერი აღიარება პირების, რომლებიც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობაში იმყოფებიან, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მსგავსი