სირიის კონსტიტუციური კომიტეტის თანათავმჯდომარეები საკონსტიტუციო რეფორმის შესამუშავებლად პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ
სირიის კონსტიტუციური კომიტეტის თანათავმჯდომარეები ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის შესამუშავებლად პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ სირიაში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა გეირ პედერსენმა, თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელთა შორის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.
აღსანიშნავია, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების ერთკვირიანი პროცესი, რიგით მეექვსე რაუნდი იწყება, რომელიც წელს პირველად იმართება.