სირიის კონფლიქტის დარეგულირების „ასტანის პროცესს“ შესაძლოა, იორდანია, ერაყი, ლიბანი, გერმანია და ჩინეთი შეუერთდნენ
სირიის კონფლიქტის დარეგულირების „ასტანის პროცესს“ შესაძლოა, იორდანია, ერაყი, ლიბანი, გერმანია და ჩინეთი შეუერთდნენ

სირიის კონფლიქტის დარეგულირების „ასტანის პროცესს“ შესაძლოა, იორდანია, ერაყი, ლიბანი, გერმანია და ჩინეთი შეუერთდნენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებები, ასეთ შემთხვევაში, საერთაშორისო არენაზე შესაძლოა, უფრო ძლიერი გახდეს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სირიის საკითხზე უახლოეს მომავალში შესაძლოა, თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მეორე სამიტი გაიმართოს, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მიესალმება.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტის ჩასატარებლად აუცილებელია, სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის მიმართულებით პროგრესი იყოს მიღწეული, სიის შემადგენლობაზე რუსეთთან არსებული აზრთა სხვადასხვაობა კი, უკვე გადალახულია.