სირიის ხელისუფლება დაღუპულ ჟურნალისტ მარი კოლვინის ოჯახს კომპენსაციას გადაუხდის
აშშ-ის სასამართლომ სირიის ხელისუფლებას ჟურნალისტ მარი კოლვინის გარდაცვალების გამო, კომპენსაციის სახით, ოჯახისთვის 302 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
მარი კოლვინი და ფრანგი ფოტოგრაფი რემი ოშლიკი 2012 წელს ქალაქ ჰომსში, საარტილერიო ცეცხლის დროს დაიღუპნენ. კოლვინის ოჯახმა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი ვაშინგტონის სასამართლოში 2016 წელს შეიტანა და ხელისუფლება მედიის წარმომადგენლების განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მარი კოლვინის სამიზნედ განზრახ შერჩევის ფაქტი დაადასტურა. სასამართლოს დადგენილებაზე ოფიციალური დამასკოს პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, მარი კოლვინისთან დაკავშირებით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი აცხადებდა, რომ ჟურნალისტი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა, მისი გარდაცვალება კი, შემთხვევითობა იყო.