სირიის იდლიბის პროვინციაში ორი თურქი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ინფორმაციის თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თურქეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებს სირიის სახელისუფლებო ჯარის ნაწილები დაესხნენ თავს. თურქეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საპასუხოდ, თურქმა სამხედროებმა ასადის არმიის 114 სამიზნე ობიექტზე მიიტანეს იერიში. თურქმა ჯარისკაცებმა სირიის არმიის საჰაერო თავდაცვის სისტემა და თვითმფრინავების საწინააღმდეგო შეიარაღება გაანადგურეს, სამი ტანკი კი შეიპყრეს.
თურქული მედია ასევე წერს, რომ სირიის ამბოხებულთა ჯგუფებმა იდლიბის პროვინციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან სარაქიბის ოლქზე დაამყარეს კონტროლი. გასული წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც სამთავრობო არმიამ იდლიბზე იერიში დაიწყო, საცხოვრებელი 1.7 მილიონმა ადამიანმა დატოვა და თურქეთის საზღვრისკენ გაიქცა.