სირიის დედაქალაქში სამხედრო ავტობუსის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
სირიის დედაქალაქში სამხედრო ავტობუსის აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა მსხვერპლის მხრივ.
გავრცელებული ცნობით, ავტობუსს ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. მომხდარიდან ერთი საათის ინტერვალში იდლიბში, ჯერ კიდევ მეამბოხეების მიერ კონტროლირებად დასახლებაზე, იერიში განხორციელდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სკოლის ოთხი მოსწავლე და მასწავლებელი. დაშავებულთა რიცხვი კი 30-ს აღწევს.
კიდევ ერთი თავდასხმა კი, ჰომსში, სირიის არმიის იარაღის საწყობზე განხორციელდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაღუპა და ოთხი დაშავდა.