სირიის ჩრდილოეთში თურქეთის არმიამ ქურთული სამხედრო ჯგუფების 19 ობიექტი გაანადგურა
სირიის ჩრდილოეთში, გასული ღამის განმავლობაში თურქეთის არმიამ ქურთული სამხედრო ჯგუფების 19 ობიექტი გაანადგურა. თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ოპერაციაში ჩართული იყო სამხედრო ავიაციაც.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში აფრინის რეგიონში 1 062 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა.
თურქეთი სამხედრო ოპერაციის დაწყებას მანბიჯის მიმართულებითაც გეგმავს, სადაც 2 000 ამერიკელი სამხედროა ბაზირებული.
ანკარა ვაშინგტონს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, მისია ე.წ. „ისლამური სახელწმიფოს“ წინააღმდეგაა მიმართული დ მანბიჯიდან გასვლა არ იგეგემება.
სწორედ მანბიჯზე ისაუბრებენ ბრიუსელში აშშ-სა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.