სირიელი დემონსტრანტები თურქეთის სასაზღვრო პუნქტს თავს დაესხნენ. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სირიელების პროტესტის მიზეზი თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი ოპერაციაა, რომელის ფარგლებშიც გარკვეული ტერიტორიების დაბომბვა ხორციელდება.
დემონსტრანტების შესაკავებლად თურქეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მყოფმა სამართალდამცველებმა ცრელმსადენი აირი გამოიყენეს.
თურქეთი რუსეთის დახმარებით სირიელი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოპერაციას ატარებს. აღნიშნულ რეგიონში კი მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. გაერო-ს ცნობით, კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ავიაიერიშების შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.