ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და შვიდი დაშავდა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტერაქტის შედეგად.
თავდასხმა ქურთულ ქალაქ კამიშლიში მოხდა.
ოგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ავტომობილი გამოიყენეს.
მათივე ცნობით, აფეთქება ქალაქის დასავლეთით მდებარე კვარტალში მოხდა.
ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.