სირიაში სამთავრობო ძალების სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში სამთავრობო ძალების სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში სამთავრობო ძალების სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს. დაღუპულია ათეულობით ადამიანი.

სირიის მედიის ინფორმაციით, თავდასხმა სავარაუდოდ ისაერლის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყვეს.

სირიელი უფლებადამცველები, რომელთა შტაბბინაც ლონდონში მდებარეობს, აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმები სირიის არმიის 47-ე ბრიგადის ბაზაზე მიიტანეს, რომელიც ჰამას სიახლოვეს მდებარეობს. სამიზნე იყო ასევე ალეპოს აეროპორტთან მდებარე სამხედრო ნაწილი. დაღუპულებს შორის არის სულ მცირე 20 სირიელი მებრძოლი და ასევე რამდენიმე ირანელი.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში ჯერ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელი თავად გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდება სამხედრო ქმედებები სირიაში.

ამასთან, ლიბერმანის თქმით, ისრაელი არ აპირებს რუსულ ბაზებზე თავდასხმას ან სირიის შიდა საქმეებში ჩარევას. მისივე განცხადებით, ისრაელის მთავარი პრობლემა ირანია.