სირიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს
სირიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს

გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს. მოლაპარაკებები დახურული იქნება. შეხვედრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ხუთი ევროპული ქვეყნის საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ბელგიის ინიციატივით მოიწვიეს.

ანალოგიური შეხვედრა გაერო-ში გასულ კვირასაც გაიმართა, თუმცა უთანხმოების გამო, უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღება ვერ შეძლო. მაშინ ევროპული ქვეყნების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტის მიღება აშშ-მა და რუსეთმა დაბლოკეს.

ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი თურქეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიაში. მათი თქმით, სამხედრო მოქმედებები რეგიონში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას უწყობს ხელს.