სირიაში სამხედრო ოპერაციის დროს თურქეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი დაიღუპა
სირიაში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
ქვეითი აჰმეთ ტოფჩუ 10 ოქტომბერს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტებთან შეტაკებისას დაიღუპა.
ეს არის პირველი მსხვერპლი, რომელიც თურქეთის მხრიდან სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას მოჰყვა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიელი ქურთების სამიზნეებზე საჰაერო და საარტილერიო დარტყმები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.