სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს კიდევ ერთი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
„სამხედრო მოსამსახურე 11 ოქტომბერს ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებთან შეტაკების დროს დაიღუპა,“ – ნათქვამია განცხადებაში.
პარალელურად, სირიელი ქურთები ამტკიცებენ, რომ მათ თურქეთის მხარეზე მებრძოლი 262 სირიელი ოპოზიციონერი და თურქი ჯარისკაცი გაანადგურეს, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ დადასტურებულა.
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს წამოიწყო. თურქეთს სირიის საზღვართან ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა სურს, სადაც თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილების განსახლებას აპირებს. თურქეთის მხრიდან პირველი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.