სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი „სუ 25“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, საბრძოლო თვითმფრინავი მეამბოხე ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იდლიბის სიახლოვეს ჩამოვარდა.
არსებული ინფორმაციით, მფრინავმა კატაპულტირება შეძლო, თუმცა ის ტყვედ აიყვანეს.