სირიაში რუსული ავიაბაზა ხმეიმის დაბომბვის შედეგად ორი რუსი სამხედრო მოკლეს
სირიაში რუსული ავიაბაზა ხმეიმის დაბომბვის შედეგად ორი რუსი სამხედრო მოკლეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ასევე განადგურებულია რუსეთის 7 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის ოთხი ბომბდამშენი „სუ 24“, ორი გამანადგურებელი „სუ 35“ და ერთი სატრანსპორტო თვითმფრინავი.
დაბომბვის შედეგად აფეთქდა ბაზის ტერიტორიაზე არსებული საბრძოლო მასალების საწყობიც. რუსული მედია წერს, რომ ავიაბაზაზე იერიში ნაღმმტყორცნებით ტერორისტულმა დაჯგუფებამ მიიტანა.
მასშტაბური ზარალის გამო შესაძლოა, რუსეთმა სირიიდან თვითმფრინავებისა და სხვა აღჭურვილობის გატანა შეაჩეროს.