სირიაში რუსი სამხედროების ჯავშანმანქანა ააფეთქეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რუსეთის სამხედრო პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ალეპოს პროვინციის კობანის რაიონში, რუსული სამხედრო პოლიცია რუსულ-თურქული ერთობლივი პატრულირების სადაზვერვო მარშრუტზე იყო გასული, როდესაც სამხედროების ავტომობილი თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა.
სირიაში, რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის 22 ოქტომბერს ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად ხორციელდება.
პატრულირება სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრის სიახლოვეს ხდება.