სირიაში ორი რუსი სამხედრო მრჩეველი მოკლეს. კიდევ ხუთი რუსი სამხედრო დაჭრილია. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სირიაში, კერძოდ დეი ერ ზორის რაონში, შეიარაღებული მებრძოლების თავდასხმის შედეგად ორი რუსი სამხედრო მრჩეველი დაიღუპა. კიდევ ხუთი რუსი ჯარისკაცი დაჭრილია. ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თავდასხმა ღამის საათებში მოხდა, შეიარაღებულმა მებრძოლებმა ცეცხლი სირიის არმიიის საარტილერიო დანადგარებს გაუხსნეს“, -ამბობენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ საპასუხო იერიშის შედეგად სირიელმა და რუსმა სამხედროებმა 43 „ტერორისტი“ მოკლეს.