სირიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, გარდაცვლილი ქალია, რომელიც საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ანალიზის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა.
ამასთან, სირიაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში, ქვეყანაში დაავადების შემთხვევათა რაოდენობამ ცხრა შეადგინა.