სირიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ალ-ჯაზირა“ სირიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ნიზარ ალ-იაზიჯის განმარტებით, ინფიცირებული უახლოეს წარსულში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მინისტრის განმარტებით, მთავრობამ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ დაუდასტურებელი ცნობები ვრცელდებოდა. ხელისუფლება ვირუსის გავრცელებას ამ დრომდე უარყოფდა.