სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს" კონტროლირებული სოფლიდან მოქალაქეების ბოლო ჯგუფი გამოვიდა
სირიაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული სოფლიდან მოქალაქეების ბოლო ჯგუფი გამოვიდა. „როიტერსის“ ინფორმაციით, ჯიჰადისტების ბოლო დასაყრდენი მდინარე ევფრატის ველზე მდებარე სოფელი ბაღუზია.
სააგენტოს ცნობით, რადიკალური ორგანიზაციის მიერ კონტროლირებული სოფლიდან გამოსულ პირებს შორის რუსეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც არიან. ამ სოფლიდან სამოქალაქო პირების გამოსვლის შემდეგ, ქურთებით და არაბებით დაკომპლექტებულმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ისლამისტების ბოლო დასაყრდენზე იერიში მიიტანეს.
საერთაშორისო კოალიციაში აცხადებენ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სრულ მარცხს ერთი კვირის ვადაში გამოაცხადებენ.