სირიაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, ორი რუსი ჯარისკაცი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჰოსპიტალში კიდევ რჩება სამი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე.
შეგახსენებთ, თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი რუსი სამხედრო მრჩევლის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ცნობა. ისინი პროვინცია დეი ეზ -ზორში დაიღუპნენ, როდესაც სირიელი სამხედროების საარტილერიო დანადგარებს თავს დაესხნენ შეიარაღებული მებრძოლები. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ საპასუხო ცეცხლის დროს 43 „ტერორისტის“ ლიკვიდაცია მოხდა.