სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იერიშის შედეგად რამდენიმე სამხედრო დაშავდა
სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად რამდენიმე სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ანონიმური წყარო სააგენტოსთან საუბარში ამბობს, სამხედროებს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებათ.
ამ კვირაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ეს უკვე მეორე თავდასხმაა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია.
მანამდე, 5 აგვისტოს ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განხორციელდა ერაყშიც, რის შედეგადაც ხუთი სამხედრო დაშავდა. როგორც „როიტერი“ წერს, ამ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი დგას.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკა არ მოითმენს თავის სამხედროებზე თავდასხმას.