სირიაში ტელეკომპანია НТВ-სა და „ზვეზდას“ ჟურნალისტები დაშავდნენ. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი თქმით, აფეთქების შედეგად, ჟურნალისტებთან ერთად, დაზიანებები ხუთმა სამხედრომაც მიიღო.
რუსეთის თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 6 ნოემბერს სირიის ქალაქ დეირ ეზ ზორის სიახლოვეს რუსული მედიასაშუალებების სამუშაო პროცესის განმავლობაში დასახლებულ პუნქტში აფეთქება მოხდა.
დაშავდა ოთხი რუსი ჟურნალისტი. ყველა დაშავებული ოპერატიულად გადაიყვანეს რუსულ ავიაბაზა ხმეიმიმში, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.