სირიაში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათი ადამიანი
სირიაში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათი ადამიანი

სირიაში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ბავშვი და ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ისრაელი სირიის ქალაქ ბანიასში საცხოვრებელ კორპუსს დაესხა თავს.

თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებია.