სირიასა და აზერბაიჯანში რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვება აღნიშნეს
სირიასა და აზერბაიჯანში რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვება აღნიშნეს

სირიასა და აზერბაიჯანში რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვება აღნიშნეს. სირიაში, იმ რაიონებში, რომლებშიც თურქეთის არმიამ ოპერაციები „ევფრატის ფარი“ და „ზეთის ხილის რტო“ ჩაატარა, ადგილობრივები ქუჩებში გამოვიდნენ და თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება ერთად იზეიმეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ტრიუმფი იზეიმეს ბაქოშიც. აზერბაიჯანის დედაქალაქში მხარდამჭერები თურქეთის საელჩოს წინ და ათათურქის ძეგლთან შეიკრიბნენ.

თავად თურქეთში კი მმართველი პარტიისა და ერდოღანის გამარჯვებას მთელი ღამის განმავლობაში ათობით ქალაქში აღნიშნავდნენ.

არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 99,16 პროცენტის დათვლის შედეგად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმარჯვებს. მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 52,55 პროცენტი მოაგროვა. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ხმების 99,1 პროცენტის დათვლის შედეგად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვება სახალხო ალიანსმა მოახერხა.